четверг, января 05, 2006

4 იანვარი


დღეს რაღაც უაზრო დღე მქონდა.. გავიღვიძე გვიან, არსად არ გამიდგავს ფეხი, ვიჯექი სახლში ვჭამე ლობიო (თან ბევრი ძალიან) მიყვარს ლობიო ... ინტერნეტში დავყავი კაი ხანი, ვუსმინე მუსიკებს, ვწიე სიგარეტი რა უხალისოდ გადის ხოლმე დღეები როცა არსად გადიხარ, სამსახურში მაინც წავსულიყავი დღეს.. ხინკალი მომენატრა ხვალე წავალ და შევჭამ...
წავედი ეხლა დავიძინო

вторник, января 03, 2006

3 იანვარი

კაი დღე იყო დღესაც.. თითქმის მთელი დღე მეძინა, ისე მაგარი რამეა ძილი.. გავიღვიძე, მეგობრები დამხვდნენ სახლში, ვჭამეთ ვსვი,. ვიცეკვეთ ვიმღერეთ.. წავალ ეხლა კინოვ ვუყურებ და დავიძინებ ისევ, ხვალისთვის გეგმები არ მაქ

მოვინახულოთ მეგობრები

გათენდა უკვე 3 იანვარი, შეიძლება ითქვას რომ გუშინდელი დღე ნორმალური იყო, გავიღვიძე 12 საათზე, ცავედი ქვემოთ (ზევით, სხვენში მაქვს ოთახი, როცა ვთვრები ან გაბრაზებული ვარ იქ მიყვარს ხოლმე დაძინება ) ქვევით სტუმრები დამხვდნენ, მამაჩემი , როგორც ყოველთვის სუფრის ტავში იჯდა და ენატკბილად გაიძახოდა საინტერესო სადღეგრძელოებს, სტუმრად ნათესავები მყავდნენ, კახა ტავის ოჯახით.. ნიტო ხასიათზე ვიყავი დაარ დავჯექი სუფრასტან, კუხნაში შევჭამე ცოტა და ავედი ისევ ზევით, ვუსმინე მუსიკას და ვიფიქრე ცოტა, მერე ფორუმზე შევიხედე აქაც ნიტო იყო, ავედქი დავქოქე მანქანა და წავედი მეგობრებთან, ახალი წლის მისალოცად. მივედი მათესთან (მატე ჩემი ერთ-ერთი მეგობარია) დამხვდნენ დავლიე ცოტა დავლოცე ახალი წელი და ახალი სიძე პატარაძალი და ცოტა ხანში მე და ქარა (ქარაც ჩემი ერთ-ერთი მეგობარია, ქარა მეტსახელია ისე დათო ქვია) წავედით კიკაჩასტან (ესეც ჩემი მეგობარია გიორგი ქვია სახელად, კიკაჩას მოფერებით ვეძახით) ფილტვების ანთება აქვს, აქაც დავლიეთ და კარგად მოვილხინეთ გაუხარდა ძალიან, ვაბშემცტა კაი დრო ვატარეთ, ისე კარგია მეგობარს რომ ხშირად მოინახულებ, გაართობ და იხალისებ მასთან ერთად. შენც გაგისწორდება და იმასაც, ზაადნო მერე მოგონებად დაგრჩება, ვაბშემცტა კაია მეგობრს რომ ასიამოვნო.. მიყვარს როცა ჩემი მეგობრები კარგ ხასიათზე არიან .. ამ საღამაოს კიკაჩასთან დავრჩები, და აქ დავიძინებ, მეზარება სახლში წასვლა, თან ნასვამი ვარ და არ მინდა.. ნეტა როდის მორჩება ეს ჩემი ზაპოი, საერთოდ პათოლოგიაში არასდროს გადამდის, მიყვარს დალევა და მოლხენა, მაგრამ ზომიერებას არასდროს ვარღვევ.. ჩაივლის ეს ახალ წლის ციებ-ცხელება და მორჩება ქეიფიებიც.. მიზეზიანი ქეიფები, ანუ როცა გაქ მიზეზი იქეიფო, აი ყველაზე საინტერესო მოვლენა უმიზეზოდ ქეიფია, ვითომ ცუდია ეს? არა, რატომ უნდა იყოს ცუდი? პირიქით ასწორებს როდესაც კარგად იქეიფებ და მოილხენ... კაია, მომწონს. როცა ვსვამ საერთოდ ყოველთვის კარგ ხასიათზე მოვდივარ, ძAლიან გულახდილი და კეთილი ვხდები (არა არც ისე არ ვარ ბოროტი) ნუ.. ძალიან მოჭარბებული მაქ გრძნობები და მისკდება სიყვარულის ბუშტი :)))) ყველას ვეხვევი, ვეფერები, ვკოცნი.. კაია :) სიფხიზლეშიც ვაკეტებ ამას მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა ხასიათზე ვარ..
წავედი ეხლა მე სახლში.. დღევანდელი დღეც ალბათ უკეთესი იქნება, გუშინდელზე.. გეგმაში არაფერი არ მაქ, არ მიყვარს დაგეგმვა. წავედ

воскресенье, января 01, 2006

დღე პირველი (начало)